საკმაზი სალათებისთვის (Dressings)

carrot-ginger-salad-dressing-sq-020მოგეხსენებათ ბოსტნეულის და სხვა მწვანე მცენარეებისგან მომზადებული სალათები ჩვენი ოგრანიზმისთვის აუცილებელ ნივთირებებს შეიცავენ, თუმცა შესაძლებელია, არასასურველი საკმაზით შენელებული სალათისგან არა თუ სარგებელი მივიღოთ, არამედ დავაბინძუროთ ჩვენი ორგანიზმი მავნე ნივთირებებით.

ჩვენთან ყველაზე ხშირად სალათებს მაიონეზით კაზმავენ. მაღაზიაში შეძენილი მაიონეზი შეიცავს უამრავ ცხიმს, არომატიზატორს, გემოს სხვადასხვა გამაძლიერებელს, რაც უარყოფითად მოქმედებს როგორც ჩვენს ჯანმრთელობაზე, ასევე წონაზე. ჩვენ ვსაუბრობთ მაღაზიაში შეძენილი მაიონეზის მავნე თვისებებზე და არა სახლის პირობებში – ბიოლოგიურად სუფთა ინგრედინტებისგან მომზადებულ, მავნე დანამატებისგან თავისუფალ მაიონეზზე.

მაიონეზის სახლის პირობებში დამზადების წესებს მომდევნო პოსტებში შემოგთავაზებთ. ამჯერად მინდა სალათების საკაზმის ე.წ. დრესინგის რამდენიმე რეცეპტი შემოგთავაზოთ.

მომზადების ორი ხერხი არსებობს: ყველა ინგრედიენტი მოათავსოთ ბლენდერში და ბლენდერში ათქვიფოთ ან სანაყში დაკეპოთ სუნელები, შეურიოთ ქილაში გამზადებულ ფუძეს (ზეთი, მაწონი ან კეფირი, იხ. ქვემოთ) და ქილა შეანჯღრიოთ.

წყარო

საკაზმის მომზადებისას შეიძლება მომზადების ზოგადი პრინციპითაც ვიხელმძღვანელოთ. სალათის საკმაზი შედგება შემდეგი სამი კატეგორიისგან:

  1. 1/2 ჭიქა ზეთი (მაგ. ზეითუნის / ავოკადოს / არაქისის / კაკლის / ყურძის წიპწის და სხვა ზეთები);
  2. 1/4 მჟავე წვენი (მაგ. ლიმონის / ლაიმის წვენი / ძმარი / ბალზამიკო და სხვ.)
  3. გემოებით გამდიდრება (ხახვი / ნიორი / ჯანჯაფილი / მდოგვი / სოიოს სოუსი / ბროწეულის სიუსი / კურკუმა / მწვანილი და სხვ.).

ამ სამი კატეგორიის პროდუქტების კომბინირებისგან მიიღება ე.წ. დრესინგი და შეგიძლიათ ის თქვენი გემოვნებითაც შეანელოთ. გარდა ამისა არსებობს საკაზმის სხვადასხვა რეცეპტი

greek-yogurt-ranch-800x1200

მაწვნის და კეფირის საკაზმი

 

მაწვნის საკაზმი მდიდარია სასარგებლო ცხიმებით და პროტეინით. ის შეგვიძლია გამოვიყენოთ ბავშვების საკვებშიც. 

 

 

ინგრედიენტები:

  • 3/4 ჭიქა მაწონი
  • 1 კბილი წვრილად დაჭრილი ან ერთი ჩაის კოვზი დაფქული ხმელი ნიორი
  • 1/4 ჭიქა წვრილად დაჭრილი ცოცხალი ოხრახუში ან 1 სუფრის კოვზი ხმელი ოხრახუში
  • 1/4 საშუალო ზომის ხახვი (კუბიკებად დაჭრილი დააახ. 2 სუფრის კოვზი) ან 2 ჩაის კოვზი დაფქული ხმელი ხახვი
  • მარილი (გემოვნებით)
  • შავი პილპილი (გემოვნებით)
  • 2 ჩაის კოვზი მდოგვი
  • ნახევარი ლიმნის წვენი (დაახ. 2 სუფრის კოვზი)
  • 1/4 ან 1/2ჭიქა კეფირი

საკაზმი უხდება ბავშვების ნებისმიერ სალათს, მწვანე სალათებს, პიცას. ვფიქრობ, ძალიან მოუხდება ასევე პასტას.

წყარო

chile-lime-800x1200

 

ჩილის და ლაიმის საკაზმი

საკაზმი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას

 

 

 

ინგრედიენტები:

  • ორი ლაიმის ცედრა და წვენი (დაახლოვებით 4 სუფრის კოვზი წვენი და 3 ჩაის კოვზი ცედრა)
  • 1/4 ჭიქა წითელი ღვინის ძმარი
  • 1 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი (extra virgin)
  • 1 თავი კუბიკებად დაჭრილი ხახვი ან 1 ჩაის კოვზი დაფქული ხმელი ხახვი
  • 1/2 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა (ფანტელებად დაფქვილი) ან გემოვნებით
  • 1 ჩაის კოვზი კვლიავი teaspoon ground cumin
  • მარილი გემოვნებით

უხდება ტაკო სალათს, ლობიოს სალათს და ქათმის ხორცს ტაკო სალათისთვის

წყარო

chile-lime-800x1200

 

თაფლის და მდოგვის საკაზმი

მდოგვი მდიდარია სელენით, რომელიც დადებით ზემოქმედებას ახდენს გულის მუშაობაზე, სახსრებზე და ეფექტურია ასევე ართრიტის პრევენციისთვის. თაფლი, გარდა იმისა, რომ ანეიტრალებს მოდგვის გემოს და ის ამდიდრებს საკვებს სასარგებლო ნივთიერებებით, რომელიც აძლიერებს იმუტიტეტს.

 

ინგრედიენტები:

  • 1/4 ჭიქა მდოგვი
  • 1/4 ჭიქა თაფლი
  • 1/4 ჭიქა ვაშლის ძმარი (შეარჩიეთ გაუფილტრავი და ბიოლოგიურად სუფთა ვაშლის ძმარი)
  • 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი (extra virgin)
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით

italian-800x1200

 

იტალიური სანელები

სანელებელი არ არის ტკბილი. ის მდიდარია სანელებლებით რაც მას სურნელებით და მდიდარი გემოებით ამკობს.

 

 

 

ინგერდიენტები:

  • 2/3 ჭიქა ეიტუნის ზეთი (extra virgin)
  • 1/4 ჭიქა წითლი ღვინის ძმარი
  • 3 სუფრის კოვზი გახეხილი პარმეზანი
  • 1 სუფრის კოვზი ცოცხალი ოხრახუში ან 1 სუფროს კოვზი ხმელი ოხრახუში
  • 1/4 საშუალო ზომის ხახვი (დაახ. 2 სუფრის კოვზი) ან 2 ჩაის კოვზი ხმელი დაფქვილი ხახვი
  • 1/2 ლიმონის წვენი (დაახ. 2 სუფრის კოვზი)
  • 1 სუფრის კოვზი ცოცხლად დაჭრილი ან 2 სუფრის კოვზი ხმელი ბაზილიკი ბაზილიკი
  • 1 სუფრის კოვზი ცოცხლად დაჭრილი ორეგანო ან 2 სუფრის კოვზი ხმელი ორეგანო
  • 1 კბილი დაკეპილი ნიორი ან 1 ჩაის კოვზი ხმელი ნიორის პუდრა
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით

უხდება: ქათამის, თევზის, პასტის სალათბს

წყარო

balsamic-vinaigrette-800x1200

 

ბალზამიკოს სანელებელი

 

ბალსამიკოს სოუსი გამოიყენება ნებისმიერი სალათისთვის. ძალიან უხდება პომიდვრის კლასიკურ სალათს

 

 

 

ინგრედიენტები:

  • 1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი (extra virgin)
  • 1/2 ჭიქა ბალზამიკო
  • 2 ჩაის კოვზი მდოგვი
  • 1 კბილი ნიორი ან 1 ჩაის კოვზი ხმელი ნიორის პუდრა
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით

creamy-avocado-vinaigrette-2

ავოკადოს საკაზმი

ინგრედიენტები:

  • 1 გათლილი ავოკადო
  • 1/4 ჭიქა თეთრი ღვინის ძმარი
  • ერთი ლიმონის წვენი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
  • 3/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი (extra virgin)

 

 

 

Advertisements